„ასავალ დასავალი" პაატა ბურჭულაძის 2012 წლის მარტში გაზეთ „იზვესტიასთვის" მიცემული ინტერვიუს თარგმანს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებურად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან ევგენი ივანეს ძე ივანოვთან. მე მთელს მსოფლიოში წარმადგენდნენ, როგორც რუს ბანს და ამით ვამაყობ", - აცხადებს ბურჭულაძე.
„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი წერს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ პროდასავლელ პოლიტიკოსად თავის წარმოჩენა „პოლიტიკური აფერისტობაა".
„ამ განცხადებით ბურჭულაძე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არამარტო თავის პროდასავლურობას, არამედ თავის ქართველობასაც. ამიტომაც ვთქვი, რომ ბურჭულაძე პოლიტიკური აფერისტია", -წერს ჟურნალისტი.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=283