logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: სამთავრობო „მესიჯ ბოქსი“ არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს
- +

26 თებერვალი. 2019. 14:14

„სამთავრობო „მესიჯ ბოქსი“, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ვინმე ვინმეს მითითებას აძლევდეს, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად მართალს ამბობს გედევან ფოფხაძე, რომლის მტკიცებით, არსებობს „ჩათი“, სადაც ხდება ძირითად საკითხებზე შეჯერება და მითითებების მიცემა, თუ რა პოზიცია უნდა დააფიქსირონ.

 

„სამთავრობო „მესიჯ ბოქსი“, რა თქმა უნდა, არსებობს. უფრო მეტიც, არის თემატური „მესიჯ ბოქსები“, როდესაც გარკვეული საკითხების შესახებ ცალკე ჯგუფი იქმნება და ვმსჯელობთ ამაზე. მე რა თქმა უნდა, არ ვარ ვალდებული, რომ ყველა მიმოწერის შინაარსი გავასაჯაროო. რაც შეეხება იმას, რომ მე ვიღებდე მითითებებს ან ვადევნებდე თვალყურს, რომ ვინმეს მითითებას აძლევდნენ, კენჭი უყარონ ამა თუ იმ საკითხს, ასეთი მესიჯი თვალით არ მინახავს ჩემს საკომუნიკაციო სივრცეში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner