დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა ჩაიშალა.
პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ხანგრძლივი და ხმამაღალი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
მანამდე ხმამაღალი დებატების ფონზე მიმდინარეობდა სხდომის დახურვის საკითხის განხილვა. უფრო კონკრეტულად, როგორც რომან კაკულიამ განმარტა, ის იზიარებს პოზიციას, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის საჯაროდ განხილვა შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არის საკითხები, რაზეც საჯაროდ განხილვა მიზანშეწონილი არ იქნება.
საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზება კი იყო, რომ სხდომაზე დეპუტატების ყველა კითხვა დასმულიყო საჯაროდ, ეროვნულ ბანკს საჯაროდ ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, ხოლო იმ საკითხებზე, რასაც ღია ფორმატში ვერ ისაუბრებდა - სხდომის დახურვის შემდეგ გაეცა პასუხი.
მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც სხდომა დასრულდა.