logo_geo
eng_logo
სტამბოლში ძებნილი ტერორისტები დააკავეს
- +

26 თებერვალი. 2019. 14:56

 

სტამბოლში, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა  შვიდი ძებნილი ტერორისტი დააკავა. თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ულტრამემარცხენე „რევოლუციური სახალხო გათავისუფლების პარტია/ფრონტის“ ერთ-ერთი წევრი. აღნიშნული ორგანიზაცია თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის აღიარებული.

 

„რევოლუციური სახალხო გათავისუფლების პარტიის/ფრონტის“ თვითმკვლელმა ტერორისტმა 2013 წელს თავი ანკარაში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად აიფეთქა, 2015 წელს კი, ჯგუფმა აფეთქება სტამბოლში, პოლიციის განყოფილებასთან განახორციელა.

 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სულეიმან სოილუს განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა არ შენელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner