გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი 1 წელიწადში ციხეს დატოვებს. როგორც მოკლული აკადემიკოსის ქალიშვილმა რუსუდან შარაძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა, ბარათელის მკვლელობაში დადანაშაულება, სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მითი იყო.
„მამაჩემის ცხოვრებაში ვერანაირი კომპრომატი რომ ვერ მოძებნეს, შეისწავლეს ჩემი ძმის პირადი ცხოვრება და მის ნაცნობებს შორის ამოარჩიეს „საუკეთესო კანდიდატურა" - გიორგი ბარათელი, რომელიც ჩემს ძმასთან ერთად შვეიცარიაში ფილმს იღებდა. სპეცსამსახურებმა შექმნეს მითი, თითქოს ჩემმა ძმამ აწყენინა გიორგი ბარათელს, რის გამოც ბარათელმა შვიდი წლის შემდეგ მამაჩემი მოკლა. ეს არის აბსურდი! როგორც ვიცი, ის ნორმალურ მდგომარეობაშია და საპყრობილეს 1 წელიწადში დატოვებს", - განაცხადა შარაძემ.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=263