პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენის ან უმრავლესობიდან გასვლის შესახებ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები ძალიან საწყენი და უსიამოვნოა.
„ახლა იმ პოზიციაზე ვარ, რომ აღნიშნული პროცესების ნიუანსებზე გაცილებით მეტი ინფორმაციის მიღება მაინტერესებს. შემდეგ შემიძლია, განცხადება გავაკეთო, ყველაფერს დრო სჭირდება. ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, როგორი იქნება ეს და რას მოიცავს, გამოჩნდება“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს. ამასთან, უმრავლესობიდან გასვლას გეგმავენ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და მისი ფრაქციის რამდენიმე წევრი.