logo_geo
eng_logo
ლაშა ონიანი: „სამოსელი პირველის“ სცენაზე დადგმა რისკიანი ნაბიჯია!
- +

24 მაისი. 2016. 21:11

 

31 მაისს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრ ის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.
იდეა და წარმოდგენის მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის. დამდგმელი რეჟისორი ლაშა ონიანი გახლავთ. სიმფონიურ ორკესტრს კი ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.

რეჟისორი ლაშა ონიანი „იმედის დილის" ეთერში პროექტის შესახებ საუბრობს:

„როდესაც ზაზამ შემომთავაზა ეს იდეა, ბევრი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც „სამოსელი პირველი" წავიკითხე.
ბევრი ვიფიქრე და დაახლოვებით ათ დღეში რაღაც ჩანახატი გავაკეთე.
გავიდა წელიწადზე მეტი და პროექტი ამოქმედდა
.
ვფიქრობ, ეს პროექტი ერთ-ერთი რისკიანი ნაბიჯია"-
აღნიშნა რეჟისორმა.

პროექტის პროდიუსერი ზურაბ ლოლაძეა, ხოლო გენერალური მედიამხარდამჭერი Reportiori.ge. 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner