მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი გამოეხმაურა გედევან ფოფხაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც არსებობს „ჩათი“, სადაც ხდება მითითებების მიცემა დეპუტატებისა და მთავრობის წევრებისთვის. სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას მსგავსი „ჩათის“ არსებობა უარყო.
„ეგეთი „ჩათის“ არსებობის შესახებ მე არაფერი გამიგია. შემიძლია გითხრათ იმ „ჩათზე“, რომელშიც მე ვარ გაერთიანებული. მთავრობას აქვს საკუთარი „ჩათი“, სადაც გარკვეულ იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს და თანამედროვე ეპოქაში ეს ნორმალური საკითხია. ნებისმიერ გუნდში არსებობს გარკვეული კომუნიკაცია და გარკვეული საკითხების შეთანხმება და ეს ნორმალური ამბავია. თუ ვინმე ჰგონია, რომ „ჩათის“ გამოყენება რაღაც არანორმალურია, არ ვიცი“, - განცხადა სოზარ სუბარმა.