logo_geo
eng_logo
ლაშა ონიანი: გურამ დოჩანაშვილზე კარგად ვერავინ იტყვის ნაწარმოების სათქმელს!
- +

24 მაისი. 2016. 21:42

31 მაისს ქართელ მაყურებელს დიდი პრემიერა ელოდება. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი" იდგმება.

სპექტაკლის რეჟისორი ლაშა ონიანი :

ზაზა მარჯანიშვილი დამიკავშირდა - ხომ არ დაგვედგა „სამოსელი პირველი",  მუსიკა მაქვსო.
გავაკეთე რამოდენიმე ესკიზი და მოეწონა. ჩამოვედი საქართველოში და დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა.
რა თქმა უნდა გურამ დოჩანაშვილთან შეთანხმებით ეს ვრცელი ნაწარმოები დაიჩეხა და ჩამოვედი იმ ზომამდე, რა ზომასაც მოერეოდა სცენა - 200-ზე მეტი პერსონაჟიდან ჩამოვედი 60 პერსონაჟზე. ამ პერსონაჟებში ის ძირითადები არიან ვისი მეშვეობითაც ხაზს არ დავკარგავ, ანუ ავტორის სათქმელი დატოვებულია.
მე არ ვისურვებდი ისეთი წარმოდგენის ნახვას, სადაც მეტიჩრობაში იქნება გადაზრდილი რეჟისორის ნამუშევარი, თითქოს გურამზე კარგად თქვა ნაწარმოების სათქმელი. გურამ დოჩანაშვილზე კარგად ვერავინ იტყვის ნაწარმოების სათქმელს!
უბრალოდ ეს არის შემთხვევა, როცა წიგნთან ვერ დაჯდები 10 დღით და ორ საათნახევარში ნახავ სცენაზე, რაც წიგნში წერია.

სპექტაკლში ცნობილი მსახიობები თამაშობენ. უამრავის პრიზების მფლობელები. ზოგი „ოსკარზეცაა" წარდგენილი" -
ამბობს რეჟისორი.

იდეა და წარმოდგენის მუსიკა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილს ეკუთვნის. ხოლო, პროდიუსერი ზურაბ ლოლაძეა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერი Reportiori.ge. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner