ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია შექმნა.
მდინარაძე ასევე აღნიშნავს, რომ კობახიძემ პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა.
„ირაკლი კობახიძემ პარლამენტარიზმის ისტორია შეცვალა, მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ევროპაში. ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, რომელმაც პრაქტიკულად, ისტორია შეცვალა პარლამენტარიზმში, იმიტომ რომ მან შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო კონსტიტუცია ევროპაში. ჩვენთვის პრობლემა ნამდვილად არ არის რომელიმე ფრაქციის შექმნა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ პარლამენტში მრავლად არის წარმოდგენილი ოპოზიციური ფრაქციები. იგივე იქნება, ანალოგიური ოპონირება იქნება, ემოციებით გაჯერებული ხშირ შემთხვევაში და ამისი ხელის შემშლელი ქმედებების საფუძველი ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.