logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა
- +

26 თებერვალი. 2019. 21:59

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვიეტნამში ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად ჩავიდა. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჰანოის "ნოი ბაის" აეროპორტში ნახევარ საათში დაფრინდა მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინი ვიეტნამის დედაქალაქში ტრამპთან შესახვედრად მატარებლით ჩავიდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის რიგით მეორე შეხვედრა 27-28 თებერვალს გაიმართება.

 

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი პირველად ერთმანეთს 2018 წლის 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდნენ. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა  კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner