logo_geo
eng_logo
შსს-მ ქუთაისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

27 თებერვალი. 2019. 10:38

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

 

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner