logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: მამაჩემის სავარაუდო მკვლელის ფოტო მაქვს!
- +

24 მაისი. 2016. 21:51


აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილის რუსუდან შარაძის განცხადებით, მან იცის მამამისის სავარაუდო მკვლელის ვინაობა და მისი ფოტოსურათიც აქვს. შარაძის თქმით, აკადემიკოსის სავარაუდო მკვლელთაგან ერთი უკრაინაში გარდაიცვალა, ხოლო ერთი დღესაც მუშაობს სამეგრელო ზემო სვანეთის ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში.


„მამაჩემის სავარაუდო მკვლელი გახლავთ გია ფაჩულია, რომლის ფოტოც მაქვს. მეგის ქარდავას აზრით, გია ფაჩულიას შეეძლო ამ მკვლელობის აღსრულება და ქარდავა ფაჩულიას ავალებდა კიდეც მამაჩემის მოკვლას", - განაცხადა შარაძემ.


მისი თქმით, ფაჩულია პროკურატურამ დაკითხა, თუმცა შარაძე დეტალების შესახებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.


„ძლივს გამოძიება დაიწყო, ძლივს რაღაც ხდება და ჩემი სულსწრაფობით საქმეს არ დავაზიანებ. ეს მკვლელობა რომ სააკაშვილმა შეუკვეთა, ცხადია, მაგრამ სააკაშვილს ვინ შეუკვეთა, ეს უკვე არ ვიცი. რაც შეეხება მიზეზს, მამაჩემი სააკაშვილს და მის ბანდას ყელში ჰყავდა გაჩხერილი - ეს იყო 2 საკითხი: ეროვნული საგანძურის თემა და ე.წ. თურქი მესხების თემა", - განაცხადა შარაძემ.

 

 

http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=261


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner