„როგორც კი სააკაშვილი ციხეში მოხვდება, ყველა მკვლელობა მაშინვე გაიხსნება", - ამის შესახებ გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე აცხადებს. მისი თქმით, ციხეში მოხვედრის შემდეგ სააკაშვილი ალაპარაკდება და ყველაფერს იტყვის.
„ვიცი, რომ გურამ შარაძის მკვლელები არიან სააკაშვილი და მისი ბანდა, ხოლო ბანდის წევრები ვინ არიან, ეს ყველაზე კარგად იცის სააკაშვილმა, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს. სააკაშვილის ლოცვა-კურთხევის გარეშე მისი ბანდის წევრები სადილზე ვერ მიდიოდნენ და როგორ ფიქრობთ, გურამ შარაძე ის კაცი იყო, რომლის მოკვლასაც ვინმე სააკაშვილის გარეშე გადაწყვეტდა?", - განაცხადა გამცემლიძემ.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=269