ორდღიანი სამიტის პირველ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ვიეტნამის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
დონალდ ტრამპმა ვიეტნამის მთავრობის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერს „რამე დიდებულის გაკეთება“ სურს.
დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:40 საათზეა დაგეგმილი. ორი ქვეყნის ლიდერი პირისპირ ფორმატში 20-წუთიან შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი დიალოგი ოფიციალურ სადილზე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
სავარაუდოდ, ხელშეკრულების გაფორმება ან მნიშვნელოვანი პრესკონფერენცია 28 თებერვალს არის მოსალოდნელი.