რუსთავში, სუპერმარკეტ "მადაგონის" წინ „სოციალური მაცივარი" განთავსდა.
მაცივარი სოციალურად დაუცველი პირების დახმარების და მოსახლეობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით გაიხსნა.
მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკვები პროდუქტის განთავსება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით.
მაცივარი რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" მხარდაჭერით გაიხსნა.
მაცივრის ირგვლივ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამონტაჟებულია ვიდეოთვალი.
მაცივარი სუპერმარკეტ „მადაგონის" წინ, შარტავას გამზირის N3-თან დაიდგა.