„საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
"რამდენიმე კითხვა კორცხელის შესახებ:
1. ნაციონალურ მოძრაობის მიმართულებით : ცემა ტყეპა ზონდერების გამომგონებლებს რაღა უკვირთ და რამდენი მათი ზონდერი დაისაჯა და როდის ? თუნდაც პირდაპირ მკვლელობის გამო დაისაჯა ვინმე ? ! ...
2. საზოგადოების საყურადღებოთ : კვირა დღეს მომხდარ ინციდენტზე ევროპარლამენტის ეპპ ჟაშეკ სარიუშ ვოლსკის რეაგირების წერილი ჩვენთან ორშაბათ დილის ეთერში უკვე შუქდებოდა, ევროპაში დილა რომ თენდებოდა... რისი მანიშნებელია: წინასწარ დამზადებული წერილისა თუ წინასწარმეტყველ პარლამენტარის?
3. და მთავარი - ოცნების მისამამართით: კორცხელის ამომრჩეველს რათ დაუტოვეთ ასეთი უსაძლისი "არჩევანი" ანუ ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლის და "არც ისე ყოფილ" ნაციონალურ მოძრაობისპარტიის წევრის შორისა... ????",- წერს სალომე ზურაბიშვილი.