28 თებერვალს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალი ახალი პროექტით - „Tbilisi Big-Band & New Jazz Generation“ გაიხსნება. ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი და ახალი თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზ-კომპოზიციებს შესთავაზებენ.
1 მარტს, კი ივენთ ჰოლის სცენას, ლეგენდარული, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი პეტ მეთინის ტრიო დაიკავებს, რომლის შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი არიან.
ფესტივალი 2 მარტს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დაიხურება. უნიკალური პროექტის ფარგლებში, ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით - „Missouri Skies and More“ წარდგება.
თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალის გენერალური სპონსორია სოკარი.
ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.