„მე ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების" გვერდით იმიტომ, რომ მსოფლიო მოვლილი მაქვს, ქვეყანა ნანახი მაქვს!"- განაცხადა მსახიობმა გურანდა გაბუნიამ გადაცემა „პრიორიტეტში" „ქართული ოცნების" შესახებ საუბრისას.
გაბუნიას თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში საუკეთესო პიროვნებაა და მისი ქველმოქმედება საზღვრებს სცდება.
„ოცნების" ხალხი და საერთოდ ეს კაცი, ვინც „ოცნებას" წარმოადგენს, მაგაზე დიდი პიროვნება ჩემთვის არავინ არ არის მსოფლიოში.
მხარს ვუჭერ „ქართულ ოცნებას!" ბიძინას მხარდამჭერი ვარ ყოველთვის, მთელი სიცოცხლე!"- განაცხადა გაბუნიამ.