გადაცემა „მაესტროს ფაქტორში" „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სევდია უგრეხელიძემ და რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კორცხელში მომხდარი დაირისპირების შესახებ ისაუბრეს.
„თურმე სადაც „ნაციონალური მოძრაობა" არ არის არჩევნებში იქ არის სიწყნარე და რომელ არჩევნებში არ იყო „ნაციონალური მოძრაობა"? ყველგან იყო, ყველგან მონაწილეობდა.
როდესაც ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მისი ძირითადი მიზანია „ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დღესაც არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის ყველასთვის საოპონირებო ობიექტი."- განაცხადა უგრეხელიძემ და დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილი სპორტსმენების შესახებ აღნიშნა, რომ მათ საერთოდ არაფერი არ უნდა მოსთხოვო.
უგრეხელიძის განცხადებით „ქართული ოცნების" ბრალდება იმის შესახებ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებეში პატიმრებზე ძალადობა და არაადამინაური მოპყრობა ხორციელდებოა, ვერ მტკიცდება.
„ის 25 000 გაუპატიურებული კაცი ჯერ არავის უნახავს."- განაცხადა ამის შესახებ საუბრისას უგრეხელიძემ.
სპორტსმენებთან დაკავშირებით, სევდია უგრეხელიძის კომენტართან დაკავშირებით „რეპორტიორი" რამდენიმე სპორტსმენის განცხადების გამოქვეყნებისგან თავს იკავებს.