პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ალექსანდრე ელისაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს და აღნიშნავს, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ელისაშვილმა ფაქტებით ვერ გაამყარა.
„ის ადამიანები, რომლებიც გასაქცევად წითელ ხიდზე რიგში იდგნენ, თავს უფლებას აძლევენ და ომის მონაწილე გმირებს ჯაშუშებს უწოდებენ. ესაა ყველაზე მკაფიო მაგალითი, საქმე რა ამაზრზენ სურათთან გვაქვს. ამ ადამიანებმა სხდომაზე მოსვლა ვერ გაბედეს. ასევე ვერ გაბედა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც უკვე კომიკური ფიგურა გახდა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტპატიმრები კორუფციის შედეგად გათავისუფლდნენ. ახლა კი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს და რამდენი ტყუილი უნდა თქვას, რომ პროფესიონალი მატყუარას და თაღლითის სტატუსი მიენიჭოს?!" - განაცხადა ბესელიამ გადაცემაში 2030.