ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე რუსეთსა და თურქეთს შორის ომის რისკზე ისაუბრა.
„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ სირიას, როგორც რისკის ზონას ამ რეგიონის ქვეყნებს შორის მცირემასშტაბიანი საომარი მოქმედებებისათვის, მაგრამ ეს შეიძლება გადაიზარდოს რაიმე უფრო დიდში. მე არ ვფიქრობ ცივ ომზე, არა, არამედ, დიდ რისკზე ცხელი ომისა, რომელიც არა აუცილებლად რუსეთსა და ამერიკას შორის, არამედ რუსეთსა და თურქეთს შორის შეიძლება დაიწყოს", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ისინი, როგორც ევროპელები, ვალდებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ დაძაბულობის შესამცირებლად.
წყარო - euronews.ge