კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ამ დრომდე ორთაჭალაში, შსს-ს შენობაში რჩებიან.
როგორც 2030.news-ის ჟურნალისტი იუწყება, შსს-ს შენობასთან რჩებინა მათი ახლობლები და ოჯახის წევრებიც. მათ ამ დროისთვის ახალგაზერდების ჯგუფი შეუერთდა, რომლებიც სკანდირებენ - „გამოუშვით, გამოუშვით!"
მათი თქმით, თუ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს დააკავებენ, მაშინ უნდა დააკავონ ნიკა მელია და გიგა ბოკერიაც, რომლებმაც კორცხელში პროვოკაცია მოაწყვეს.
ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან დღეს საკუთარი სურვლით მივიდნენ და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.