logo_geo
eng_logo
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
- +

28 თებერვალი. 2019. 14:38

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს, თბილისის მერია კანდელაკის ქუჩაზე (ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის კვეთამდე) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

 

პირველ ეტაპზე, სამუშაოები დაიწყება ჟვანიას მოედნიდან, რის გამოც კანდელაკის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. კანდელაკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner