logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სადაც ისინი არიან, არის ძალადობა, ცემა-ტყეპა, დაპირისპირება და უბედურება!
- +

24 მაისი. 2016. 23:33


„როდესაც ადამიანების მიზანია მოხდეს ის, რაც კორცხელში მოხდა, არ უნდა შეუშვა ადამიანები? ბოკერია მაგისთვის არის გაჩენილი, ისევე როგორც უგულავა."- რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და საარჩევნო უბანთან შეკრებილ მოსახლეობას შორის პროვოკაციის შედეგია, რომელიც ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას მიერ იქნა დაგეგმილი. 



„მუზეუმის სცენა დღესაც მახსოვს, კადრებისც მაქვს, ფილმიც მაქვს მაგაზე გადაღებული- ეს არის პროვოკატორების აზროვნება! ეს ხალხი მაგისთვის არის გაჩენილი ამ ქვეყანაზე, რომ ხათაბალა მოიტანონ, მათი სიკეთე არავის არ უნახავს.

 

სადაც ისინი არიან,  არის ძალადობა, ცემა-ტყეპა, დაპირისპირება და უბედურება. ქვების სროლით მოვიდნენ ხელისუფლებაში და მე ძალიან კარგად ვიცი ეს ტექნოლოგია როგორ იყო განხორციელებული. დღესაც იმავე აზრზე არიან.

 

რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება სამართალდამცველებს იმის გამო, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ რეალური შედეგი, თუ რა მოხდა."- განაცხადა ხაინდრავამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner