logo_geo
eng_logo
„სამგორი თრეიდს“ და „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა არ გადაუხდიათ“
- +

28 თებერვალი. 2019. 15:08

 

მთავარმა პროკურატურამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ამ ეტაპისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო.

 

უწყების ინფორმაციით, „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები „თიბისი ბანკს" დღემდე არ დაბრუნებია.

 

„გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება.

 

გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა.

 

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner