logo_geo
eng_logo
რუხში მოცვის სანერგე მეურნეობა გაიხსნა
- +

28 თებერვალი. 2019. 20:50

 

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, „USAID“-ის მისიის ხელმძღვანელ პიტერ ვიბლერთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, სოფელ რუხში მდებარე კენკროვანი კულტურების სანერგე/სადემონსტრაციო მეურნეობა დაათვალიერა.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა „USAID“-ის  და პროექტ ზრდას წარმოამდგენლებს პროექტის განხორციელებისა და სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„USAID“-ის  პროექტ „ზრდას“ დახმარებით, გასული წლის გაზაფხულზე, შპს „აგორა აგორა“-მ კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობა მოაწყო. საერთო ჯამში, სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, სანერგე მეურნეობა, ყოველწლიურად შეძლებს 100 000-მდე კენკროვანი კულტურების მაღალი ხარისხის ნერგის წარმოებას და გაყიდვას. სრულად ამუშავების მეორე წელს კი, სანერგე მეურნეობა, უკვე შეძლებს ყოველწლიურად 50-მდე ფერმერს დაეხმაროს მინიმუმ 36 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სანერგეების მოწყობაში.

 

სანერგე მეურნეობას საშუალება ექნება ადგილობრივი ბაზარი სრულად მოამარაგოს კენკროვანი კულტურების ნერგებითა და პროდუქციით, რომელზე მოთხოვნაც მზარდია.

 

სანერგეს გახსნის პარალელურად, ადგილობრივმა ფერმერებმა მწვანე კალმით გამრავლების პროცესის დემონსტრირება მოახდინეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და აფხაზეთის მთავრიობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner