logo_geo
eng_logo
ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
- +

28 თებერვალი. 2019. 20:57

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  ლაშა მიქავამ ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ციფრული ეკონომიკის მე-3 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღნიშნული ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროექტის (HDM/EU4Digital)  ფარგლებში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართა.

 

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ საქართველოში ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ციფრული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე, ასევე დაგეგმილ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, აღნიშნულის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარება და მისი ევროპულ ციფრულ ბაზრებთან ინტეგრირება წარმოადგენს.

 

მინისტერიალზე აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრ  ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაში და განმტკიცებაში მინისტერიალზე მისაღები გადაწყვეტილებების მნიშვნელობა, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

 

მინისტერიალზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციას, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის როუმინგული ტარიფების დარეგულირებას და შემდგომში მათი ევროკავშირის ქვეყნების ტარიფებთან  დაახლოებას. 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner