საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018-2019 წლებში საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 12234 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 10074-ს შეადგენდა.
საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში ინდოეთიდანაა და მათი რიცხვი 6 ათასს აღწევს. აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუდენტთა რაოდენობა 2124-ია, ერაყიდან 759, ხოლო რუსეთიდან 306.