ჩაქვში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბაზის დაცლა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნული შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა და ამჟამად შენობის ტექნიკისა და ინვენტარისგან დაცლა ხდება.
თავის მხრივ, შს სამინისტროს განმარტებით, მას შემდეგ, რაც შენობა დაიცლება, იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა განთავსდება.