„სააკაშვილი პოლიტიკურ ძალებს აერთიანებს, რომ მომავალი არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ", - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში.
„დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას. სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას წვრილ-წვრილი პარტიები, შემდეგ, ყველა ერთად გამოვიდეს და თქვან, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია. მუშაობენ ამერიკაში, ევროპაში, რომ დასავლეთი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოამზადონ. მოვუწოდებ ჩვენს უშიშროებას, ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.