„ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ხვალაც დატოვოს“, - ასე უპასუხა საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი საკრებულოს უმრავლესობიდან ცალკეული დეპუტატების გასვლა.
„ჩვენ ღია პროცესი გვაქვს, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში და ზოგადად ყველგან. ჩვენი პარტია ამით გამოირჩევა, აქ არ არის ხელის გადაგრეხვა.
ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ხვალაც დატოვოს, ვისაც არ აქვს, ვმუშაობთ. თუმცა, ამის თქმის წინაპირობა არ შეიმჩნევა. ხვალ-ზეგ რა იქნება, ვერ გეტყვით, თუმცა მოცემულ მომენტში ვმუშაობთ გუნდურად და დედაქალაქის გამოწვევების გადასაწყვეტად.
ბევრი რამ იწერება, თუმცა ამის საფუძველი არ არის. თუ რამე იქნება, ამას თქვენც გაიგებთ, მეც და საზოგადოებაც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.