ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან დაკავებულია გულადი ხუბუა.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.