logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შამგონადან 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს
- +

1 მარტი. 2019. 15:54

 

 

ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 55 წლის მამაკაცი გაიტაცეს.

 

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ მოხდა. საოკუპაციო ხაზთან დაკავებულია გულადი ხუბუა.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner