ჯამბულ გამცემლიძე ხელისუფლებას მოუწოდებს კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე სპორტსმენებთან დაკავშრებით ფრთხილად იყვნენ, რადგან, ჯამბულიძის თქმით, ნამდვილი დამნაშავეები გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან.
„ხალხი იკრიბება შსს სამინისტროსთანო... ვაი, რომ ცუდად ვარ და ვერ მივდივარ.
დიახ! დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ესენი არიან ბოკერია და მელია!
სპორტსმენების დაკავება არც იფიქროთ, ეს კიდევ ერთი დანაშაული იქნება. მაშინ, როცა ჩემი შვილის მკვლელი გარეთაა და არ ან ვერ იჭერთ, სადაა ლოგიკა მითხარით?
ცეცხლს ნუ ეთამაშებით ბატონებო..."- აღნიშნავს გამცემლიძე.