logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს
- +

1 მარტი. 2019. 16:52

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

გაბუნია ბოლო წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტებში მონაწილეობდა და სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდა, მათ შორის ფილიპინებში, კამბოჯაში, ვიეტნამში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, ყაზახეთსა და უკრაინაში.

 

2011-2016 წლებში იყო საქართველოში USAID-ის ტუბერკულოზის პრევენციის პროექტის დირექტორი.

 

დავით სერგეენკოს სულ ექვსი მოადგილე ჰყავს – ზაზა ბოხუა, გიორგი წოწკოლაური, თამილა ბარკალაია, გრიგოლ გიორგაძე, მამუკა ცოტნიაშვილი და თამარ გაბუნია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner