logo_geo
eng_logo
სპორტსმენების განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და მათ დაზიანებები მიაყენეს...
- +

25 მაისი. 2016. 02:19


კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები  ორთაჭალაში  მდებარე შსს-ს შენობასთან საკუთარი სურვილით მოვიდნენ.


შესაბამისი შინაარსის კომენტარი მათ ჟურნალისტებთან გააკეთეს.


ერთ- ერთი სპორტსმენის- ლადო გეგეშიძის განცხადებით, მან მოისმინა შს მინისტრის განცხადება და გადაწყვიტა, მისულიყო დაკითხვაზე, რათა გამოძიებას კორცხელი ინციდენტზე სრული სიმართლის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია.


მისი თქმით, მას და მის მეგობრებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და თავს იცავდნენ იმ პროვოკაციებისგან, რაც მოდიოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან და უშუალოდ, ნიკა მელიასგან.


სპორტსმენ გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს  ნიკა მელიამ  ზონდერები უწოდა. 


მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და მათ დაზიანებებიც მიაყენეს. 


შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სპორტსმენები თავის სურვილით მივიდნენ უწყებასთან.



შეგახსენებთ, შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.



"პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.


"უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner