„უმრავლესობის შემადგენლობიდან გასულების მიერ პოლიტიკური გუნდების, თუნდაც ფრაქციების ჩამოყალიბება საკმაოდ რთულად მესახება - მხოლოდ გარეთ გასვლა საკმარისი არ არის, საჭიროა გარკვეულ საკითხებზე საერთო პოზიციების ქონა“, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.
კითხვაზე, მმართველი გუნდიდან დეპუტატების წასვლის პროცესში ურევია თუ არა თავად პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელი, ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკითხის ასე დასმას არ მიესალმება, რადგან “პროცესი ხელოვნური არ არის“.
“სოციალისტებს“ თავისი პოლიტიკური გეგმა აქვთ 2020 წლისათვის. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის აქტიური მზადება დაიწყო, სადაც ყველას თავისი გეგმა აქვს - არიან პოლიტიკოსები და სიტუაციას პოლიტიკურად აანალიზებენ. ზოგის შემთხვევაში, მწვავედ წავიდა დაპირისპირების ფორმა, ზოგ შემთხვევას საქმიანი გადაწყვეტილება უდევს საფუძვლად“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ