საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13-14 მარტს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ინფორმაციას სომხური სააგენტო VERELQ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „პირველი“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „პრეზიდენტის ყველა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება“.
27-28 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პირველი რეგიონალური ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.