logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
- +

1 მარტი. 2019. 18:16

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13-14 მარტს სომხეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

 

ინფორმაციას სომხური სააგენტო VERELQ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „პირველი“ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ „პრეზიდენტის ყველა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება“.

 

27-28 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა პირველი რეგიონალური ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner