logo_geo
eng_logo
დადიანების სასახლის ჭერი ჩამოინგრა
- +

1 მარტი. 2019. 18:19

 

 

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ჭერი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შედეგად, რამდენიმე ნივთი დაზიანდა.

 

ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ჭერის კუთხის პატარა ნაწილი ჩამოინგრა. საბედნიეროდ დაეცა მაგიდის კიდეს, დაზიანდა რამდენიმე ნივთი, თუმცა ექვემდებარება აღდგენას. ახლა მოდიან რესტავრატორები და აღადგენენ. ფოტოები უკვე გადავაგზავნე კულტურის სამინისტროში“, - განაცხადა ლილი ბერაიამ.

 

დირექტორის განცხადებითვე, ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქცია, აპრილში დაიწყება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner