logo_geo
eng_logo
შსს-მ ავტომობილის და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა
- +

2 მარტი. 2019. 10:28

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ე.გ. და 1978 წელს დაბადებული დ.ლ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა - ე.გ.-მ  ისანი-სამგორის რაიონში ავტომობილის საბურავები, ასევე საბურავის დისკები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მეორე ბრალდებულმა, დ.ლ.-მ კი ერთ-ერთი კომპანიის ოფისში უკანონოდ შეაღწია, კომპიუტერული ტექნიკა მოიპარა და მიიმალა.

 

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner