logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
- +

2 მარტი. 2019. 11:02

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული ზ.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner