„ვენესუელას ოპოზიცია ქვეყანაში არსებული კრიზისის ძალისმიერი გზით გადაჭრას უკანასკნელ საშუალებად განიხილავს“, - ამის შესახებ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ზომას მხოლოდ მას შემდეგ მიმართავენ, როდესაც ყველა სხვა ვარიანტები ამოწურული იქნება.
„ჩვენთვის ძალისმიერი გზა ბოლო ვარიანტია. არავის სურს მოვლენების ამ გზით განვითარება. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა გარდამავალმა პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიაროს“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.
23 იანვარს ხუან გუაიდომ თავისი თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით აშშ-მა, ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, ლიმას ჯგუფის ქვეყნებმა აღიარეს.