არსებული ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირია დაკავებული. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
„ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებული.
დაკავებულებს ადვოკატები ჯერჯერობით, არ შეხვედრიან.