logo_geo
eng_logo
არსებული ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე პირი დააკავეს
- +

2 მარტი. 2019. 12:36

 

 

არსებული ინფორმაციით, ფოთსა და სენაკში დღეს დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირია დაკავებული. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ისინი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

„ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

 

მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებული.

 

დაკავებულებს ადვოკატები ჯერჯერობით, არ შეხვედრიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner