logo_geo
eng_logo
„შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ, საკადრის პასუხს გასცემ!“ - კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენი
- +

25 მაისი. 2016. 02:22


კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენმა ლადო გეგეშიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"რასაც შემეკითხებიან, პასუხს გავცემ. შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ, საკადრის პასუხს გასცემ. ჩვენ საკადრისი პასუხი გავეცით. ხელკეტი, რომელიც (ვიდეოში ჩანს) მიჭირავს, მათ წავართვი და დავუბრუნე, ოღონდ სხვა ფორმით. გავიგე ასეთი ქაოსი და გაუგებრობა იყო, თვითონ "ოცნება" არ ჩავაყენე უცხერხულ მდგომარეობაში. გასული ვიყავი ქალაქიდან. ჩამოვედი და ჩემი ინიციატივით მოვედი. დიდი ხანია, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ. 2012 წელს, ზუგდიდშიც ვიყავი, კორცხელშიც ჩემი ინიციტივით ჩავედი. რად უნდა ამას თხოვნა", - განაცხადა ლადო გეგეშიძემ.


შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები დაკითხვაზე იმყოფებიან. კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობასთან საკუთარი სურვილით მოვიდნენ. 


შესაბამისი შინაარსის კომენტარი მათ ჟურნალისტებთან გააკეთეს. 


ერთ-ერთი სპორტსმენის ლადო გეგეშიძის განცხადებით, მან მოისმინა შს მინისტრის განცხადება და გადაწყვიტა, მისულიყო დაკითხვაზე, რათა გამოძიებას კორცხელის ინციდენტზე სრული სიმართლის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner