logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა
- +

2 მარტი. 2019. 13:22

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების  58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  3 400 ლარს შეადგენს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner