შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთსა და სენაკში სპეცოპერაციის დროს სამი ადამიანის დაკავებას ადასტურებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.
შეგახსენებთ, დღეს ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციისას ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული.
„ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი“, - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
მისივე ინფორმაციით, ისინი სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებული.