ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონადან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გატაცებული 55 წლის მამაკაცი გათავისუფლებულია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შამგონადან გულადი ხუბუა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი დღის წინ გაიტაცეს.